ჯერემი როზნერი ერთ-ერთია იმ წამყვანი კონსულტანტებიდან, ვისთანაც ვთანამშრომლობთ – გრიგოლ გეგელია

“ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი “ლელოს” პიარ-კონსულტანტი ხდება. “ლელოში” ადასტურებენ, რომ ჯერემი როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ისინი ჯერემი როზნერთან ნამდვილად თანამშრომლობენ და, ამ მეთოდით, ისინი გამარჯვებისკენ მიმავალ გზას ადგებიან.
“ჩვენ ნამდვილად ვთანამშრომლობთ ჯერემი როზნერთან, ის ერთ-ერთია იმ წამყვანი კონსულტანტებიდან ვისთანაც ვთანამშრომლობთ. შედეგად, ჩვენ ძალიან საინტერესო ზრდასა და გამარჯვებისკენ მიმავალ გზას ვაჩვენებთ. ჩვენთვის მთავარი არ არის სახელები და გვარები, არამედ მთავარი ს მსახური ხელისუფლების, საქართველოს მსახური ხელისუფლებით შეცვლაა და ამ პროცესში ყველა ისეთ პირთან თანამშრომლობაა, ვისაც საუკეთესო, მსოფლიო დონის, წამყვანი გამოცდილება აქვს პოლიტიკური კონსულტირების თვალსაზრისით”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, პარტია “ლელოსთვის“ კონსულტანტი “ნაციონალური მოძრაობის” დასავლელი ლობისტების ჯგუფმა გამოყო. მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილია და ოპოზიციის საერო მიზანი ქვეყნის იმიჯის შელახვა და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებია.
მმართველი გუნდის განცხადებით, სწორედ როზნერის რჩევით ცდილობდა ოპოზიცია გუშინ მსოფლიო ბანკის რეიტინგის გადაფარვას, რომელშიც, საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ლიდერია.
“როზნერ რისერჩ-ის” აღმასრულებელი დირექტორი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. მის კლიენტებს შორის იყო ც. სწორედ “როზნერ რისერჩის” კვლევას იყენებდა “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წელს, არჩევნების დროს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად და ამომრჩეველს “ნაციონალური მოძრაობის” უპირატესობასა და გამარჯვებაში არწმუნებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”