ჯეი დი ვენსი – უკრაინის უსაფრთხოებისთვის ლომის წილი ევროპამ უნდა იტვირთოს – ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა და ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის ხარჯების დასაფარად ლომის წილის გადახდა ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ.
„არ ვფიქრობ, რომ აქ ტვირთი ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. პრეზიდენტი ნამდვილად ელის, რომ ევროპა აქ წამყვან როლს შეასრულებს. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამან, ევროპელებს მოუწევთ ლომის წილი იტვირთონ. ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა და პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა: მათ აქ ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთს სურს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, „რომლის უმეტესი ნაწილიც ოკუპირებული აქვს, მაგრამ ნაწილი – არა“.