ჯეი დი ვენსი – სახლში შეჭრა შეშლილმა პირმა ფანჯრების ჩაქუჩით ჩამსხვრევით სცადა

სახლში შეჭრა შეშლილმა პირმა სცადა, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს.
„რამდენადაც ვიცი, სახლში შეჭრა შეშლილმა პირმა ფანჯრების ჩაქუჩით ჩამსხვრევით სცადა. სახლში არ ვიმყოფებოდით, რადგან უკვე ვაშინგტონში დავბრუნდით“, – წერს ვენსი X-ზე.
-ის ვიცე-პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურსა და ცინცინატის პოლიციას სწრაფად მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ცნობით, მამაკაცმა ოჰაიოში ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანა, კერძოდ ფანჯრები ჩაამსხვრია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა ეჭვმიტანილი, 26 წლის უილიამ დეფური დააკავა.