ჯეი დი ვენსი: ევროპის პრობლემა მისსავე შიგნითაა

და ჩინეთი არ არის მთავარი საფრთხე ევროპისთვის, არამედ მთავარი საფრთხე მისსავე შიგნითაა. ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად დი ვენსმა დაასახელა მასობრივი მიგრაცია, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად წარმოიქმნა. “მიუნხენში მომხდარი გუშინდელი შემზარავი ტერაქტი – ესეც ამ გადაწყვეტილების შედეგია”, – განაცხადა -ის ვიცე-პრეზიდენტმა. მას მხედველობაში ჰქონდა 13 თებერვალს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ავტომობილი, რომელსაც ავღანელი მიგრანტი მართავდა, ხალხში შეიჭრა.
ევროპის პრობლემებზე საუბრის დროს, დი ვენსმა ახსენა ს გაუქმება რუმინეთში და განაცხადა, რომ ასეთივე საფრთხე არსებობს გერმანიაშიც. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის დახურვა, ს შეზღუდვა და პოლიტიკური პროცესიდან ადამიანების გამორიცხვა – ეს არის დემოკრატიის განადგურების საუკეთესო გზა.
“თუ ამერიკის დემოკრატიამ შეძლო 10 წელი გაეძლო გრეტა თუნბერგის ცნობებისთვის, თქვენც მოითმინეთ რამდენიმე თვით ილონ მასკი. დემოკრატია ეფუძნება პრინციპს, რომ ადამიანების ხმებს უნდა მოუსმინონ”, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი