ჯეი დი ვენსის განცხადებით, -ის ბირთვული არსენალის ტესტირება მისი სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად არის საჭირო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, პრეზიდენტ ს განცხადება ბირთვული ტესტირების პოტენციურად განახლების შესახებ დაკავშირებულია -ის ბირთვული არსენალის ფუნქციონირების შენარჩუნების აუცილებლობასთან.
ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის განცხადება „თავისთავად მეტყველებს“ და დასძინა, რომ აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს „დიდი ბირთვული არსენალი“ აქვთ.
“ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია იმაში დარწმუნება რომ ჩვენს ხელთ არსებული ბირთვული არსენალი რეალურად სწორად ფუნქციონირებს და ეს ტესტირების რეჟიმის ნაწილია“,- აღნიშნა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან, „მათთანაც კი, ვისთანაც საუკეთესო ურთიერთობები არ გვაქვს“, ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა