ჯეიმს ო’ბრაიენი – საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია – მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას

საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და მასთან ვიმუშავებთ. ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა.
ო’ბრაიენის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია.
“საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება – ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსეთს არ ეხება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც ს გავლით გადის, ახლა კი სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ის [შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი] გადის კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.
საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ამ მისიასთან ვიმუშავებთ”, – განაცხადა ო’ბრაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ