ჯეიკ სალივანმა და საუდის არაბეთის პრინცმა ისრაელი-„ჰამასის“ კონფლიქტი განიხილეს

-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე ისრაელი – „ჰამასის“ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, – ინფორმაციას CNN-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, ჯეიკ სალივანმა და საუდის არაბეთის პრინცმა რიგი ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილეს, მათ შორის მიმდინარე მცდელობები ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ახალი პირობების შესაქმნელად. მათ ასევე ისაუბრეს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხზე.
ცნობისათვის, ჯეიკ სალივანი ახლო აღმოსავლეთში იმყოფება, ის დღეს ისრაელში ჩავა, სადაც ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ