ჯეიდი ვენსი – ზუსტად არასდროს იცი, მაგრამ კარგი მოლოდინი მაქვს – იმედია, კამპანია კარგად დასრულდება პრეზიდენტ ტრამპისთვის და ჩემთვისაც

რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიდი ვენსმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ვენსმა მშობლიური ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში მისცა ხმა. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
ხმის მიცემის შემდეგ ვენსმა რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, რომ ის მათი მადლობელია, ვინც “ამერიკულ დემოკრატიაში ერთ-ერთი დიდი ტრადიციის” სანახავად გამოვიდა.
“კარგი მოლოდინი მაქვს, ზუსტად არასდროს არ იცი, მაგრამ კარგი მოლოდინი მაქვს ამ კამპანიისგან…
კარგი მოლოდინი მქონდა ჩემი კამპანიისგან რამდენიმე წლის წინ, როდესაც იგივე ადგილას მივეცი ხმა. იმედია, ეს კარგად დასრულდება პრეზიდენტ ტრამპისთვის და ჩემთვისაც, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა რამდენიმე წლის წინ ოჰაიოს შტატში”, – განაცხადა ვენსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას