ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლების ადვოკატი – კომიკურია, „ფეისბუქზე“ რეგისტრაციისა და ჯგუფში გაწევრიანებისთვის გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს თანხმობის გარეშე, ადამიანების სახლში ჩხრეკა ჩატარდეს – ეს ყველაფერი დაშინებას ემსახურება

ეს ყველაფერი ემსახურება დაშინებას და უსამართლობას, – ამის შესახებ ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლების, ილია ღლონტის და ქრისტინე ბოტკოველის ადვოკატმა, ანა გახოკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანაშაულონი არიან.
“ვფიქრობ, ეს ყველაფერი დაშინებას ემსახურება. ალბათ, “ძლიერნი ამა ქვეყნისანი” თვითონ გადაწყვეტენ, ეს დაშინება რამდენად შორს უნდა წავიდეს. ვიცი, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები.
კომიკურია “ფეისბუქზე” ადამიანი რომ დარეგისტრირებულია, იქ თავის აზრს გამოხატავს და ჯგუფშია გაწევრიანებული, ამის გამო გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს თანხმობის გარეშე ადამიანების სახლში ჩხრეკა ჩატარდეს. დასახელდა ორი ხმაურიანი და შემაშინებელი მუხლი, თუმცა ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. გავეცნობი საქმის მასალებს და შემდეგ გვექნება პოზიცია”,-განაცხადა ანა გახოკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია