“ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დავაკავეთ” – აფხაზეთის СГБ

აფხაზური მხარის ცნობით, ადგილობრივმა უშიშროების სამსახურის [СГБ] თანამშრომლებმა სოფელ შაშიკუარაში საქართველოს მოქალაქე, [ხიზანიშვილი შალვა დავითის ძე] დააკავეს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.
СГБ-ს ცნობითვე, მისი კარ-მიდამოს დათვალიერებისას “აღმოჩენილ იქნა სამი თოფი ვაზნებით, სამხედრო ზურგჩანთა სურსათით, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფულადი სახსრები და საქართველოს ბანკების პლასტიკური ბარათები. საყოფაცხოვრებო ნაკვეთზე, ძაღლის სადგომში, ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა”.
როგორც СГБ აცხადებს, “დაკითხვის დროს ხიზანიშვილმა დაადასტურა თავისი კავშირები საქართველოს სპეცსამსახურებთან”.
“ხიზანიშვილი ახორციელებდა ვიდეოგადაღებას ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის შესახებ აფხაზეთში, რისთვისაც მიიღო ფულადი გასამრჯელო. ხიზანიშვილი შალვა დავითის ძის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე”, – აცხადებს СГБ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა