ჯაშუშობისთვის გასამართლებულ ამერიკელ პოლ უილანს მორდოვეთის კოლონიაში სცემეს

ამერიკელ პოლ უილანს, რომელიც ს სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო, კოლონიაში სცემეს, იტყობინება რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური. ის 2021 წელს უკვე უჩიოდა მის მიმართ ძალადობის გამოყენებას. მაშინდელი ხელისუფლება ამას უარყოფდა.
53 წლის ყოფილი საზღვაო ქვეითი იმყოფება მორდოვეთში, მაქსიმალური უსაფრთხოების სასჯელაღსრულების კოლონიაში. ის ბრალს უარყოფს და -ში მყოფ ერთ-ერთ რუს პატიმარზე გაცვლას ითხოვს. კოლონიის ადმინისტრაციამ ის სადამსჯელო იზოლატორში გაგზავნა. როგორც იტყობინებიან, 2022 წელს ის ციხის საავადმყოფოში მოათავსეს.
სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, ამჯერად უილანი სხვა პატიმარმა სცემა „პოლიტიკური უთანხმოების საფუძველზე“. გავრცელებული ინფორმაციით, კოლონიის თანამშრომლებმა მაშინვე შეაჩერეს თავდამსხმელი და ის და უილანი სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს. ამერიკელის შემოწმებისას, დაწესებულების ფერშალმა აღმოაჩინა სისხლის ჩაქცევა თვალის ქვეშ არეში, ციტირებს სამსახურის ხელმძღვანელს „ინტერფაქსი“.
მანამდე მისმა ახლობლებმა განაცხადეს, რომ უილანს კოლონიაში სცემეს. პატიმრის ძმის, დევიდის თქმით, შემთხვევა 28 ნოემბერს მოხდა სამკერვალოში. უილანს ახალმა თანასაკნელმა დაარტყა სახეში და სათვალე გაუტეხა, იტყობინება „ამერიკის ხმა“.
აღნიშნავენ, რომ თავდასხმის მიზეზი უილანის წარმომავლობა იყო. „ანტიამერიკული განწყობები არ არის იშვიათი სხვა პატიმრებს შორის“, – თქვა დევიდ უილანმა.
პოლ უილანი მოსკოვში დააკავეს 2018 წლის დეკემბრის ბოლოს. სასამართლომ მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის და აშშ-ის ხელისუფლება აცხადებდნენ, რომ ის უდანაშაულოა. ოქტომბერში CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს „სერიოზული წინადადება“ შესთავაზა ამერიკელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.