ჯაფარიძე: ALDE-მ მიიღო მანიფესტი – წერია, რომ დაგვეხმარება 2029-სთვის EU-ში გავწევრიანდეთ

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტია ALDE-მ (ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი – ევროპისთვის) ევროპარლამენტში დაგეგმილი არჩევნებისთვის მიიღო საარჩევნო მანიფესტი, რომელშიც ნათქვამია, რომ დაეხმარებიან საქართველოს, მოლდოვას, ს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს 2029 წლისთვის გახდნენ ევროკავშირის წევრები.
ჯაფარიძის თქმით, გირჩი – მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლისა და უკრაინელების ინიციატივით, მანიფესტში ჩაიწერა, რომ ALDE-ს აქვს ამბიცია – უზრუნველყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ასევე საქართველო-უკრაინა-მოლდოვა 2029 წლისთვის დააკმაყოფილებენ გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს.
ჯაფარიძის თქმით, დამატებით ჰოლანდიელებმა მანიფესტში ჩაწერეს, რომ გაწევრიანებისთვის, კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარდა, აუცილებელია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.
დოკუმენტის ფოტო ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა. ამასთან, თემაზე დღეს ზურაბ ჯაფარიძემ და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა მ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ლიდერები მანიფესტს უპრეცედენტოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპული პარტია თავის საარჩევნო დაპირებაში საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.