ჯაფარიძე: ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ მის ძმას რამდენიმე ადამიანი საკუთარ სახლთან თავს დაესხა.
“ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ”, – წერს ჯაფარიძე.
დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანსა და რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც.