ჯაფარიძე: ლელოს მთავარი მიზიდულობის ცენტრის შექმნის პრეტენზია აქვს

ჩვენ საკუთარ თავს ლელოს პლატფორმაზე მოვიაზრებთ. ჩვენი საარჩევნო ნომერია 9 და მიზიდულობის ცენტრი სწორედ ამ ნომრის ირგვლივ იქნება. საბოლოო კონფიგურაცია როგორიც იქნება, წინასაარჩევნო პლატფორმის სახელიც ისეთივე იქნება. მაგრამ, ეს იქნება №9-ის ირგვლივ.
ვერ გეტყვით, ეს კონფიგურაცია საბოლოოდ რა სახეს მიიღებს. ეს სენსიტიური პროცესია. ჩვენს ზოგიერთ კოლეგასთან კონსულტაციები გვაქვს. სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის ამ კონსულტაციების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ამოცანაა, რომ არცერთი პროევროპული პარტია არ დარჩეს, რომელიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს […] ლელოს მთავარი მიზიდულობის ცენტრის შექმნის პრეტენზია აქვს.
ასე უპასუხა ფორმულას ეთერში ჟურნალისტის კითხვას პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ იმის შესახებ, ლელო საკუთარ თავს მოიაზრებს თუ არა იმ ცენტრში, რომელშიც, მაგალითად, შესაძლოა იყვნენ პარტიები ევროპული საქართველო და ახალი.