ჯაფარიძე და ხაზარაძე წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს

„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიამ 25 მარტის სხდომაზე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.
25 მარტის სხდომის დღის წესრიგშია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის (ჯემალ ლეონიძე, შპს „მაგნატი“) განხილვა.
„სხდომაზე მოწვეულნი არიან ჯემალ ლეონიძე (შპს „მაგნატის“ მესაკუთრე), მისი ადვოკატი როინ მიგრიაული, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე“, — ნათქვამია კომისიის ანონსში.
ჯერჯერობით უცნობია, მივლენ თუ არა სხდომაზე ჯაფარიძე და ხაზარაძე. „ქართული ოცნების“ წევრები ოპონენტებს შეახსენებენ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. „ძლიერი საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ ეს დროებითი საგამოძიებო კომისია კი არა, პარტიული საბჭოა.
„2012 წელს წარვადგინე და სრულიად მედიაში განვიხილე სიმართლის კომისიის იდეა, რომელიც უნდა ყოფილიყო 2012-2013 წლებში. მაშინ ჩაკლეს და ახლა ეს პოლიტიკური შურისძიების ჯგუფი გამოაცხადეს. სიმართლის კომისია არის სულ სხვა რამე. არაპარტიული, უმაღლესი ავტორიტეტის ხალხისგან შემდგარი, შერიგებაზე გამიზნული, მაგრამ არ გააკეთეს ზუსტად იმიტომ, რომ შეენახათ ეს თემები პოლიტიკური თამაშისთვის. 13 წელი დაამწნილეს“, — აცხადებს ანა დოლიძე და დასძენს, რომ თუ ვინმეა მართლა გამოსაკითხი, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელთა ხელში გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც.
„იმის თავიც არ აქვთ, რომ ჩინჩალაძე მოიყვანონ პარლამენტში. კაცი საკუთარ კონკურსზე არ გამოცხადდა. ცარიელ სკამს უყარა კენჭი მოსამართლეთა შეკრებამ“, — დასძენს ანა დოლიძე.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს.