კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად მუშაობს.
„ვიმყოფები ლონდონში, ვმუშაობ პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ მინისტრ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, – წერს ჯასტინ ტრუდო სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ჯასტინ ტრუდო გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო ლიდერების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, რომელზეც უკრაინის საკითხს განიხილავენ. ამ წუთებში ლიდერები სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან.
