ჯასტინ ტიმბერლეიკი დღეს თბილისში კონცერტს გამართავს

საქართველოში, თბილისში მსოფლიო სუპერვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლექს სი არენა“ ავრცელებს.
ორგანიზატორების ცნობით, სუპერვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე დღეს „დინამო არენას“ სტადიონზე 21:30 საათზე წარდგება.
„Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელი უკვე განებივრებულია მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, მაგრამ ჯასტინ ტიმბერლეიკი პოპ მუსიკის ისტორიის კიდევ სხვა ფურცელია, რომელიც აუცილებლად უნდა გამხდარიყო ჩვენი პროექტის ნაწილიც“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია. ის პოპულარული გახდა როგორც პოპულარული „ბოიბენდის“ – ‘N Sync-ის სოლისტი. 2002 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Justified, რომლის მსოფლიო მასშტაბით შვიდ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ჯასტინ ტიმბერლეიკი 10 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია.