პარტია გახარია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი, ვიკა ფილფანი:
რაც ახლა გურიაში ხდება არის სტიქია არაპროგნოზირებადი შედეგებით!
1️⃣ რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს 4 დღის წინ? ამინდის პროგნოზში ჩაეხედა, ნალექი განესაზღვრა და ყველა სოფელში გზის გამწმენდ ტრაქტორს ემუშავა სისტემატიურად რომ არ მომხდარიყო გზების ჩაკეტვა.
(2 მეტრამდე თოვლის წმენდას 4-ჯერ მეტი დრო უნდა)
2️⃣ მოემარაგებინა ყველა ოჯახი საკვებით, წყლით, მედიკამენტებით და შეშით. 3️⃣ ავარიული სახლებიდან გამოეყვანა ხალხი და მოეთავსებინა სასტუმროებში.
❌ ვინაიდან ეს ყველაფერი დაგვიანებულია
რას უნდა აკეთებდეს ახლა?
1️⃣ მთელი საქართველოს სამაშველოს ბაზებიდან მოხსნას ნახევარი დანაყოფი და გაუშვას სტიქიის ზონაში. 2️⃣ ჯარი გაუშვას სტიქიის ზონაში. 3️⃣ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადაერთოს საგანგებო მუშაობაზე: დაამობილიზოს საკოორდინაციო ჯგუფი ოზურგეთში, რომელიც უხელმძღვანელებს სამაშველო/საევაკუაციო ოპერაციებს ადგილზე. 4️⃣ სახელმწიფომ უნდა მოიხმოს ყველა მთამსვლელი, ყოფილი მაშველი, თოვლში გამოცდილი ადამიანი. 5️⃣ საქმეში ჩაერთოს თერმული დრონები, მეზვავეები. 6️⃣ სამაშველო ოპერაციის დროს ზუსტად უნდა განისაზღვროს სახლების ლოკაციები სადაც დადასტურებულადაა მაცხოვრებელი (ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით). 7️⃣ სამაშველო ვერტმფრენი 24/7 უნდა ელოდოს ამინდის ფანჯარას სტიქიის ზონის მიმდებარედ.
📍თუ ამას არ აკეთებს სახელმწიფო, რას ვაკეთებთ ჩვენ?
🆘 არ დაგვავიწყდეს რომ არის სტიქია, სტიქია საფრთხის შემცველია ყველასთვის ვინც არ იცის მასთან გამკლავება. 📍ყველა ვინც გადაწყვეტს მოხალისე მაშველად წასვლას უნდა ჰქონდეს მინიმუმ დიდი თოვლისთვის შესაფერისი აღჭურვილობა და თოვლზე გადაადგილების ცოდნა. 📍ზუსტად შეაფასოს მისი შესაძლებლობა რამდენ კილომეტრზე შეძლებს დატვირთული ჩანთით, მაღალ თოვლზე, მინუს გრადუსში სიარულს, იცოდეს რუკის კითხვა და ტერიტორია სადაც მიდის შეისწავლოს რათა ზუსტად მივიდეს სამიზნემდე და თავად არ გახდეს საშველი. 📍ახლა ყველაზე დიდი საქმის გაკეთება შეუძლიათ მთამსვლელებს, მოლაშქრეებს და ოფროადერებს!!!! საკვების და საჭირო რესურსების მობილიზებაში მონაწილეობა ყველას!
