„ჯარის ბანაკი“ მეხუთე როტაციას მასპინძლობს

„ჯარის ბანაკი“ მეხუთე როტაციას მასპინძლობს
თავდაცვის სამინისტროს პროექტი – „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს. კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოსწავლეთა მეხუთე როტაციას მასპინძლობს. თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე ბანაკი მოსწავლეებს დღის განმავლობაში ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ ღონისძიებას სთავაზობს.
მეხუთე როტაციის ფარგლებში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იმერეთისა და აჭარის რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობს. საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო მომზადებების გარდა, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ერთი დღე სამთო მომზადებას დაეთმო. მოსწავლეებმა ინსტრუქტორების მეთვალყურეობით ხელოვნურ კლდეზე ცოცვის, თოკზე დაშვებისა და ავსტრალიური დაშვების სავარჯიშოები შეასრულეს, მოგვიანებით კი, ოცეულებს შორის ხელოვნურ კლდეზე ცოცვაში შეჯიბრი გაიმართა. ინსტრუქტორებმა ბანაკის მონაწილეებს სამთო აღჭურვილობა და ინვენტარი, მათი ფუნქცია და მოხმარების წესებიც გააცნეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, პროექტს – „ჯარის ბანაკი“ მესამე წელია ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, მის მიმართ მოსწავლეების მხრიდან ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. მიმდინარე წელს „ჯარის ბანაკში“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს