ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მდგომარეობა სტაბილურია, განუცხადა ადგილობრივ ჟურნალისტებს გაგლოევის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ. ⠀
რამდენიმე საათის წინ ოსურ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალან გაგლოევი ინფარქტის ნიშნებით სასწრაფოდ გადაიყვანეს, ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზის კლინიკურ საავადმოფოში.
კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ოფიციალური ინფორმაციით, ალან გაგლოევი ჰიპერტონული კრიზით იყო შეყვანილი კლინიკაში.
“ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ახლა სამედიცინო მომსახურების სტანდარტების შესაბამისი გამოკვლევები ტარდება”, – განაცხადა ნატალია ბოსიკოვამ. ⠀
მანამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური გაგლოევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას მალავდა და აცხადებდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადიკავკაზში სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად იყო წასული. თუმცა ტელეგრამ არხებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ უკვე იძულებული გახდნენ, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვათ.
ტელეგრამარ, “ბონვარონის” ცნობით, ვლადიკავკაზის კლინიკაში გაგლოევის სანახავად, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური სერგეი მენიაილოც მივიდა. არხის ცნობით დე ფაქტო პრეზიდენტი გონებაზეა და კონტაქტურია.
