ჯანეტ იელენის განცხადებით, რუსული აქტვების უკრაინისთვის გამოყენება „ქურდობა“ არ არის

-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი უარყოფს ს პრეზიდენტ ს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხის მიცემა რუსეთისთვის ფულის მოპარვას ნიშნავს.
ში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა გლობალურმა კოალიციურმა პარტნიორებმა გადავწყვიტეთ, გაგვეყინა რუსეთის სუვერენული აქტივები, რომელიც, დაახლოებით, 280 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით, 200 მილიარდი აშშ დოლარი ბელგიაშია“, – აღნიშნა იელენმა.
მისი მტკიცებით, არ არსებობს სამართლებრივი წინააღმდეგობები იმისთვის, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის სესხის მისაცემად გამოიყენონ.
„ეს არანაირად არ არის ქურდობა. რუსული აქტივები ამ ინსტიტუტში რჩება. ის იმობილიზებულია. რუსული საინვესტიციო ვადა უკვე ამოიწურა. რუსეთის ფული არსებობს ნაღდი ფულის სახით, მაგრამ შემოსავალი ერიცხება დაწესებულებას, რომელზეც რუსეთს არ აქვს უფლება“, – განმარტა იელენმა.
მისი თქმით, ეს არის „ნებისყოფის ბრძოლა პუტინთან.“
„პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენი კოალიცია დაიშლება და ვერ შევძლებთ უკრაინას მივცეთ ის რესურსი, რომელიც მას სჭირდება ამ ომისთვის და ეკონომიკის შესანარჩუნებლად. ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ გვაქვს ამის უნარი და ნება“, – აღნიშნე იელენმა.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხის მიცემაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული აქტივების „ქურდობა დაუსჯელი არ დარჩება“.

ასევე დაგაინტერესებთ