ჯანდაცვის სამინისტრო – 2 დეკემბერს, გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 -ს წარმომადგენელია.
მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა.
“არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, სამედიცინო დახმარება გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მათ შორის – აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს