ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება.
მათივე ინფორმაციით, ნორმების დარღვევისთვის 2527 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი სანქციები:
· 1523 შემთხვევაში გაფრთხილება
· 361 შემთხვევაში საქმიანობის შეჩერება
· 643 შემთხვევაში ჯარიმა
2023 წლის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირება 81 904 დასაქმებულ პირს შეეხო.
„მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირებები 50% აღემატება 2022 წლის მონაცემებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველივე შემოწმებისას ობიექტების 51%-მა აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები.
შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი ეხება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ობიექტს, უწყება უფლებამოსილია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ჩაატაროს ინსპექტირება წინასწარი გაფრთხილების გარეშე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.