ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები განაგრძოს

ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები განაგრძოს. მიზანი, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში, “სამედიცინო ჰოლდინგის” ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესი 5 თებერვლამდე გაგრძელდება. შეხვედრებზე თანამშრომლებს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა