ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. დაშენებულ პაკეტებზე კონცეფციას სადაზღვევო ბიზნესისგან ელოდება- bm.ge

“კონკრეტული კონცეფცია შეიძლება ჩამოყალიბდეს მათი მხრიდან და წარდგენილი იქნეს განსახილველად”, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრი BMG-ის კითხვას, რომელიც დაზღვევის ე.წ დაშენებულ პაკეტს ეხებოდა.
“რაც შეეხება დაშენების მიმართულებას, ამაზე ბევრი განსხვავებული კონცეპტუალური მიმართულება შეიძლება არსებობდეს. თვითმიზანი არ უნდა იყოს დაშენება თუ არ შევთანხმდით შინაარსზე”, – ამბობს სარჯველაძე.
აღსანიშნავია, რომ უკვე არაერთი წელია სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს და ე.წ. შემავსებელი პაკეტების დაბრუნებას ითხოვს. ე.წ. „დაშენებული“ ანუ შემავსებელი სადაზღვევო პაკეტები ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გააუქმა. შეზღუდვის დაწესება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის უკონტროლოდ გაზრდილი ხარჯების შეკავების აუცილებლობით აიხსნა. შედეგად, დღეს არსებული მოდელით, მოქალაქეების დიდს ნაწილს, თუკი ისინი კერძო დაზღვევას შეიძენენ, საყოველთაო პროგრამის დატოვება უწევს.
bm.ge