თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტის, ნიკოლოზ კუტუბიძის Tbilisi Mall-თან, აღმაშენებლის ხეივანზე გამართულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავების ფაქტს ეხმიანება და წერს, რომ თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია მზადაა დაკავებულის ადვოკატს შეხვდეს.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტის ნიკოლოზ კუტუბიძის თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავების ფაქტს.
თსუ-ს ადმინისტრაცია და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არკვევენ დამატებით დეტალებს და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს”, – წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.