გასტრო-ენტეროლოგი ჯაბა ზარქუა:
ვაჰ, როგორი ემპათიური დეპუტატია, სიმსივნის თემაზე როგორ ღელავს, მოდი დავეხმაროთ ამ თემის ირგვლივ მეტი სიცხადის შექმნაში.
ქ-ნო ნინო, გავრცელებული სიმსივნეების დიდი ნაწილი სკრინინგს ექვემდებარება. თქვენმა პარტიამ სკრინინგის პროგრამას რეპუტაციული ზიანი მიაყენა (საშვილოსნოებს ყიდიდნენო სანდრას სკრინინგ ცენტრებში, ავრცელებდით ხალხში როცა ეს გჭირდებოდათ, ლუგარის ლაბორატორიისა არ იყოს, “სკრინინგ ცენტრიც” რაღაც მასობრივ ბოროტებასთან ასოცირდებოდა თქვენი პარტიის რიტორიკით) და იქნებ მაგას გაემიჯნოთ ჯერ, აქედან დავიწყოთ.
ამის მერე იქნებ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეებს გადახედოთ (ძუძუ, ნაწლავი, ფილტვი, პროსტატა და სხვ.) და თქვენს თავს დაუსვათ კითხვა რისი გაკეთება შეგიძლიათ მათი პრევენციისა და მართვის კუთხით დასავლელი პარტნიორების გარეშე, რომლებიც აღარ გყავთ.
შუალედებში ისიც შეგიძლიათ მოიკითხოთ, ადრონული თერაპიის კოლაიდერს რო აშენებდა თქვენი მამა-მარჩენალი და ქვეყანას ბავშვთა ონკოლოგიაში რევოლუციას პირდებოდა, მანდ რა ხდება ნეტა.
კიდევ უამრავი საკითხია, რისთვისაც ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეგიძლიათ მიბრძანდეთ 12:00-ზე, სადაც ონკოპაციენტებს აქცია ექნებათ. გეტყვიან ბევრ საინტერესოს.
მჯერა რომ ასეთი ემპათიური ქალბატონი აუცილებლად იზამთ ყოველივე ჩამოთვლილს და მერე ბ-ნ ლადო კახაძესთან ერთად რამე გენიალურს მოიფიქრებთ ქვეყნის სასიკეთოდ
