ხუციშვილი: ამერიკის ვიზა მაქვს, მაგრამ სავიზო რეჟიმის შეწყვეტაზე ინფორმაცია არ მომსვლია

როდესაც სანქციებზე და მის გავლენებზე ვსაუბრობთ, ჯერ უნდა ვნახოთ რას ეხება, მერე შევაფასოთ ამ სანქციების ეფექტი, მერე შესაძლებელი იქნება, ვისაუბროთ იმაზე თუ რა გავლენა ექნება თუ არ ექნება. სავარაუდოდ ვსაუბრობთ ამ ეტაპზე ყველაფერზე. ამიტომ, უნდა ვნახოთ რა იქნება და რა მასშტაბით. ამ დროისთვის, ასეთი ტიპის შეზღუდვა [-ს ვიზის შეზღუდვასთან დაკავშირებით] ჩემთვის ცნობილი არ არის. გაცხადებული რომაა და მუშაობა რომ მიმდინარეობს, გასაგებია, თუმცა ეს არ არის საკმარისი რაიმე ტიპის ანალიზი გაკეთდეს. ამერიკის ვიზა მაქვს, მაგრამ სავიზო რეჟიმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მომსვლია