ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა. ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი

„ახლახან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა. ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი“, – წერს „ხალხის ძალის” წევრი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი წერს, ოკუპანტისაგან გადმორიცხული ფულის თვლა ხოშტარიების ოჯახს არ ეთაკილება, რადგან ეს ის ფულია, რომელსაც „სუნი” არ აქვს და მისი ხარჯვის მიზნობრიობაც სხვასთან შეთანხმებული წესით არ არის.
მისივე თქმით, არადამაჯერებელია პატრიოტიზმზე საუბრობდე, რუსეთს ოკუპანტს ეძახდე და ქართულად რუსულ რუბლს ითვლიდე.
„ხელოვნების სახელს ამოფარებული ხოშტარიების ოჯახი რუსული პატრიოტიზმით თუ დაიკვეხნის…
მათ წლებია უწყვეტად ერიცხებოდათ და დღესაც ერიცხებათ ფული დან, რომელსაც დიდი მონდომებით მალავენ და მალავდნენ მანამ, სანამ მათი ღია მხილება არ მოხდა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ახლახან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა.
ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი.
ოკუპანტისაგან გადმორიცხული ფულის თვლა ხოშტარიების ოჯახს არ ეთაკილება. ეს ის ფულია, რომელსაც „სუნი” არ აქვს და მისი ხარჯვის მიზნობრიობაც სხვასთან შეთანხმებული წესით არ არის.
რუსეთიდან მიღებულ ფულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფაც კი მიაყენა, რადგან იცის, რომ ამ თემაზე საუბარი მისი ოჯახისათვის მომგებიანი არ არის.
მინაწერი: არადამაჯერებელია პატრიოტიზმზე საუბრობდე, რუსეთს ოკუპანტს ეძახდე და ქართულად რუსულ რუბლს ითვლიდე.
ჰელენ, ისევ ის ხარ, რაც იყავი, თუნდაც რუბლი ფუნტად გიქციონ, გაშიფრული რუსეთის აგენტი ხარ და სხვა არაფერი.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

არა რუსულ კანონს, კი ევროპას – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში, ოღონდ, ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოებთ ევროპას, თავი არავის უნდა მოატყუებინოთ