ხოშტარია: ესაა რუსული წესების თავს მოხვევის პროცესი, რასაც ჩვენ ლაზარეს გარშემო ვხედავთ

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ს სასამართლო პროცესი პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავს მოხვევის პროცესია.
“ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს არის პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავს მოხვევის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ლაზარეს გარშემო”, – ამბობს ხოშტარია.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს იმართება. გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 28 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – -ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.