ხორვატიის ვიცეპრემიერი, იოსიპ დაბრო მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ვიდეოს გამო გადადგა

ხორვატიის ვიცეპრემიერი 18 იანვარს თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ისვრის ვიცეპრემიერი მოძრავი მანქანიდან ცეცხლასროლი იარაღით.

42 წლის პოლიტიკოსის თქმით, ვიდეო გადაღებულია წლების წინ, იქამდე, სანამ ის მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.

იოსიპ დაბრო ასევე ხორვატიის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა.

ვიცეპრემიერმა, რომელიც მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი წევრია, თავის Facebook პოსტში დაწერა, რომ თანამდებობას “მორალური მიზეზებიდან გამომდინარე” ტოვებს.

“მესმის, რომ ეს გარემოებები დამატებითი ტვირთია მთავრობისა და ჩემი პარტიისთვის. ჩემმა პირადულმა სიტუაციამ არ უნდა შეაფერხოს მთავრობის და სამინისტროს სამუშაოები და არ უნდა გადადოს აუცილებელი რეფორმები” – წერს დაბრო თავის გადადგომის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან