ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? – ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს

ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? – ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს
ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, კადრებია ოფიციალური, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? – ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძეს და მოსკოვში შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები აჩვენა.
ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაც შეახსენა.
„რაც შეეხება რუსულ საქმეს, ვინ და როგორ აკეთებდით, გრიგოლ ვაშაძე ხომ გახსოვთ? ხომ არ შეგახსენოთ მისი ბიოგრაფია, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება, შემდგომ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილება. ეს კაცი რა თანამდებობას იკავებდა ხომ გახსოვთ? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომ იყო რუსული პასპორტით, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი?
შემდეგი – ქალბატონი ნატო [ჩხეიძე] გვესწრება აქ, სხვათა შორის ამ მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არის შემოსული და ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მოსკოვში, სადაც ს დუმასა და ფედერაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრები გამართეს. ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? პროპორციულ სიაში ხომ ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით შემოსული? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, ნუ აღელდებით, კადრებია ოფიციალური, ეს უნდა იცოდეთ, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? სიმართლე მწარეა“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“თუ იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ცვლილების მიღწევა, რატომ უპირისპირდებიან ასე „გამჭვირვალობის კანონს“? არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ” – არჩილ თალაკვაძის კომენტარი ოპოზიციის შესახებ

“ეს კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან” – არჩილ თალაკვაძის განცხადება

ფოჩხუა: მაშინ როცა, ევროპაში და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გმობს საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების მისამართით-სასაცილოა