ხოდორკოვსკი: ნავალნის სიკვდილზე პირადად ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი

რუსი ოპოზიციონერის, ს სიკვდილს გამოეხმაურა დევნილი ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი.
“თუ ეს სიმართლეა, ფორმალური მიზეზის მიუხედავად მის ნაადრევ სიკვდილზე პირადად ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი, რომელმაც ალექსეი ჯერ მოწამლა, შემდეგ კი დააპატიმრა”. – ამბობს ხოდორკოვსკი.
16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა.
მიხაილ ხოდორკოვსკი 1995-2003 წლებში ნავთობის კომპანია ЮКОС-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო, რომელსაც ს სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2013 წელს ხოდორკოვსკიმ საპრეზიდენტო შეწყალება მიიღო. ამჟამად ბიზნესმენი უცხოეთში ცხოვრობს, ის პუტინის ხელისუფლებას და ში მიმდინარე ომს აკრიტიკებს.