ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბენეფიციარებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი, სახლის გადასახური მასალა, ხოლო ავარიული სახლების გასამაგრებლად – ცემენტი და ბლოკი გადაეცემათ.
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 113 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა 40 ოჯახს გადაეცემა.
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი შოლინა კანკია გაეცნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან გამაგრებას სამშენებლო მასალებით ეხმარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ