ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ დაათვალიერეს.
„პროექტის შესაბამისად: ნატანი მასისგან იწმინდება არხი, მოეწყობა ეზოში შესასვლელები და ბეტონის სათავისები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ,,გზა მშენებელი 13“ ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
