ხმის მიცემა გრძელდება – დაარქვი სახელი „თბილისის აკრების“ ქუჩას

ამ წუთებში თბილისის მცხოვრებლები ახალი უბნის ახალ ქუჩას სახელს თავად ურჩევენ – ეს „თბილისის აკრების“ კამპანიაა, რომელშიც ჯერ კიდევ შეგიძლია მონაწილეობა მიიღო!
თბილისი იზრდება? კიდევ ეს გვინდოდა? რა ქუჩას უნდა დავარქვა სახელი? — თუ ჯერ არაფერი გსმენია, უცებ გეტყვით: „თბილისის აკრები“ პირველი თვითმყოფადი უბანია თბილისში, ოღონდ ისეთი, რომელიც კი არ გადატვირთავს მოძრაობას ქალაქში, არამედ პირიქით, განტვირთავს!
ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ ეს მთელი ქალაქისთვის დიდი სიახლეა, მთავარი ქუჩის სახელის არჩევა თბილისელებს მივანდეთ.
დარიანი, შუაგზა, ან თაკარა
რას ფიქრობ, რომელი ჯობს? საკუთარი აზრი პროექტის ვებგვერდზე https://tbilisiacres.ge/ka/streetvote/ უკვე ბევრმა დააფიქსირა და სამი ვარიანტიდან მისი აზრით, საუკეთესოს მისცა ხმა.
კამპანია გრძელდება — ამიტომ ჯერ კიდევ გაქვს შანსი შენც ჩაერთო ხმის მიცემის პროცესში და აირჩიო სამი სახელიდან ერთ-ერთი: დარიანი — იმიტომ, რომ პროექტი თავისი უნიკალურობით და კომფორტით სულ დარიან განწყობას გახვედრებთ, შუაგზა — იმიტომ რომ უბანი ვაკესა და საბურთალოს შორის შენდება და თან, მარტივი და პირდაპირია, ან თაკარა, რაც ხაზს უსვამს უბნისთვის მზის ენერგიის მნიშვნელობას და ქმნის დადებით, მზიან განწყობას უბანში შემოსვლამდეც კი.
სად შეგიძლია ხმის მიცემა? თბილისის აკრების ვებ-გვერდზე, მარტივად, ვარიანტის მონიშვნით და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. https://tbilisiacres.ge/ka/streetvote/
როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებელმა, ახალი ქუჩის სახელის არჩევაში მონაწილეობა შენც აუცილებლად უნდა მიიღო. გადადი ბმულზე და მიეცი ხმა შენი აზრით საუკეთესო ვარიანტს!
“თბილისის აკრები” — პირველი თვითმყოფადი უბანი არ შენდება უკვე დასახლებულ და გადატვირთულ არეალებში, არამედ ითვისებს ახალ ტერიტორიას ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ვაკესა და საბურთალოს შორის და აერთიანებს ყველა იმ სერვისსა და ფუნქციას, რომლებიც ჩვეულებრივ, ქალაქის სხვადასხვა წერტილში გვხვდება. სწორი დაგეგმარებითა და ფუნქციების გადანაწილებით, პროექტი არეგულირებს ქალაქის ქსელს და ითავსებს ქალაქის ცენტრის ფუნქციას, რაც დიდწილად განტვირთავს თბილისს იმით, რომ შეამცირებს გადაადგილებას ქალაქის სხვა უბნებში.
გარდა ამისა, სპეციალურად ამ უბანში მისასვლელად, იგეგმება ახალი გზის მშენებლობა, რაც დაეხმარება უბნის მარტივ ინტეგრაციას ქალაქის ინფრასტრუქტურაში.
პროექტის მიზანია მოერგოს საზოგადოების მოთხოვნილებებს და როგორც უბანი, მისი არსებობით ემსახურებოდეს ქალაქის მაცხოვრებლების კომფორტს.
ახალი ქუჩის სახელის არჩევა კი მხოლოდ დასაწყისია!
(R)