ხმაური გლდანში – ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიების დროს, ენმ-ის წევრ ირაკლი ეძგვერაძეს სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუხდა

ხმაური იყო გლდანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებას ატარებდა, რა დროსაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუხდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ეძგვერაძეს.
ოპოზიციონერმა მის სახლთან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები გააპროტესტა. პარტიის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს თავს მიზანმიმართულად დაესხნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)