ხვიჩია: კატეგორიულად ვითხოვ მთავარი არხისა და ფორმულას გახსნას დისკუსიებისთვის

მოდი, ჩვენ გავანეიტრალოთ მიშას საფრთხე. მოდი, ჩვენ ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ჩვენ არ ვემზადებით ერთპიროვნული მმართველობისთვის. მე მინდა, რომ ჯერ თქვენ გათავისუფლდეთ მიშას ბატონობისგან. ქართული ოცნება ხომ ვერ გათავისუფლდება ბიძინას ბატონობისგან, იმიტომ, რომ ისინი მთავრობაში არიან. როცა მთავრობაში იყავით, თქვენ ხომ მიშას ბატონობისგან ვერ გათავისუფლდით. მოდით, ახლა მართლა გათავისუფლდით მიშას ბატონობისგან და მოდით, მართლა გახსენით პოლიტიკური დისკუსია.
მე ვითხოვ, კატეგორიულად, ტელეკომპანია მთავარის გახსნას დისკუსიებისთვის. მე ვითხოვ, კატეგორიულად, ტელეკომპანია ფორმულას გახსნას დისკუსიებისთვის. თუ ეს არ მოხდება, თუ ოპოზიცია ისევ მიშას რისკს დატოვებს ძალაში აი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, თქვენ იქნებით მთავარი პუტინისტები, თქვენ იქნებით მთავარი არაქართველები, თქვენ იქნებით ყველაფერი, რომელიც ამ ხელისუფლების შეცდომას არ იყენებს და ასევე ცდილობს ერთპიროვნული ხელისუფლებით მოსვლას ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლების ეს შეცდომა, ეს ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიქართული ნაბიჯი უნდა იყოს გამოყენებული ერთხელ და სამუდამოდ ერთპიროვნული მმართველობის დასამთავრებლად არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში.