“ხელისუფლებები, გამსახურდიადან 2012 წლამდე, ყველა ცდილობდა, რომ სამხედრო ფორმიანი ხალხი მიემხრო, თავისიანად წარმოეჩინა, მათი ძალის პრეზენტაცია გაევრცო და ეს ძალა გაეფორმებინა ქვეყნის ძალად, ხშირად ეს მოტივი ვიწროპარტიული იყო, მაგრამ კონტექსტუალურად ითარგმნებოდა, რომ ჩვენ ვქმნით ძლიერ, მხნე, პატრიოტ ჯარს, რომელიც დაიცავს ქვეყანას ყველაფრის ფასად… ეს ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელიც ცდილობს გააუქმოს ქართული ჯარის მნიშვნელობა, ღვაწლი და პერსპექტივა… ყველაზე ავტოკრატიული ქვეყნებიც კი, რომლებიც ჯარს შეიძლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებდნენ, სხვა ქვეყნებს აჩვენებენ რომ მათი ჯარი არის ძლიერი, დაფასებული, ანგარიშ გასაწევი… ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომლის ხელისუფლებაც გააზრებულად ეწევა საკუთარი ჯარის, მათშორის გმირების დისკრედიტაციას… წაკითხულიც კი არსად მაქვს, რომ ხელისუფალი საკუთარ ჯარს სხვების დასანახად, დემონსტრაციულად დასცინოდეს…” – წერს სოციალურ ქსელში გამომცემლობა კალმოსანის დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი.
