ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონშიც „ნაპოლიში“ ითამაშებს – ანტონიო კონტე

„ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გუნდის ლიდერების, სა და ჯოვანი დი ლორენცოს მომავლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი მომავალ სეზონშიც „ნაპოლის“ ითამაშებენ.
„მე მხოლოდ კვარაცხელიას და დი ლორენცოს არ ვწვრთნი, მე მთელ გუნდს ვხელმძღვანელობ. მოთამაშეებს ვესაუბრე და ჩემი იდეები გავაცანი. ეჭვი არ არსებობს, ეს ფეხბურთელები მომავალ სეზონშიც ჩვენს გუნდში ითამაშებენ, რადგან საკვანძო ფიგურები არიან,“ – განაცხადა ანტონიო კონტემ.

ასევე დაგაინტერესებთ