ხვიჩა კვარაცხელია – ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ, გაჩერებას არ ვაპირებთ – უდიდეს მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს

ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით, გაჩერებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, მ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, პორტუგალიასთან გამარჯვებით „ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა“.
„უბედნიერესი ვარ. ასეთი გახარებული, ალბათ, არასდროს არ ვყოფილვარ. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ ახლა ბევრი ბედნიერი იქნება საქართველოში. ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით. გაჩერებას არ ვაპირებთ. რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველა გუნდთან ვითამაშოთ.
უდიდეს მადლობას გადავუხდი[გულშემატკივარს]. საოცარი გულშემატკივრობა იყო. ეს მუხტი გამოგვყვა თამაშზე და ალბათ, ყველამ ნახეთ, მაქსიმუმი ჩავდეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია