ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „მონაკოსთან“ საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „მონაკოსთან“ საფრანგეთის ლიგა 1-ის თებერვლის საუკეთესო გოლად დასახელდა, – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
პსჟ-ს ქართველმა შემტევმა აღნიშნული გოლი საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში გაიტანა. ბრედლი ბარკოლას გადაცემის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მცველი ჩამოიშორა და ეფექტური დარტყმით „მონაკოს“ კარი აიღო.
„პარი სენ-ჟერმენში“ მიმდინარე წლის იანვარში „ნაპოლიდან“ გადავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ