ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება პსჟ-ში მოსვლის დღიდან მსურდა, რადგან ის იმ თვისებებს აერთიანებს, რაც ჩვენი პროექტისთვის მთავარია – ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში „ასტონ ვილასთან“ დამაჯერებელ გამარჯვებაზე (3:1) ისაუბრა და კომენტარი ს შესახებაც გააკეთა.
„ყველაზე მეტად ჩვენი გუნდის ხასიათი მომეწონა. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა ანგარიში „ასტონ ვილამ“ გახსნა. ეს იყო განსაკუთრებით რთული მომენტი, როდესაც შეიძლებოდა საკუთარ ძალებში ეჭვი შეგვპარვოდა, მაგრამ გუნდმა აჩვენა სახე და ხასიათი. შედეგი ძალიან კარგია და წინაპირობაა იმისა, რომ ორმატჩიანი რაუნდი მოვიგოთ.
ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ასეთი მნიშვნელობის თამაშებში ემოციები უნდა აკონტროლო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შეხვედრის დროს არის როგორც აღმავლობის, ასევე დაცემის მომენტები. ვფიქრობ, გუნდმა აჩვენა ის მენტალიტეტი და ხასიათი, რაც ყოველთვის ახასიათებდა.
ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, ის მრავალმხრივი მოთამაშეა. ჩვენ მისი გადაბირება გვინდოდა 2023 წლიდან, მას შემდეგ, რაც პსჟ-ში მოვედი. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც ჩვენი პროექტისთვის მთავარია: ახალგაზრდობა, ბურთის ფლობის უნარი, უბურთოდ მოძრაობა, დაცვის დახმარება და ძალიან მაღალი დონის ფიზიკური მომზადება.
კვარა ნამდვილად დიდი პიროვნებაა, რომელსაც უკვე სოლიდური გამოცდილება გააჩნია. დღეს მას საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა და მიმაჩნია, რომ იგივე პრიზი „ლივერპულთან“ შეხვედრაშიც შეეძლო მიეღო“, – აცხადებს ლუის ენრიკე.