ლიგა 1-ის 27-ე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „სენტ-ეტიენი“ 6:1 დაამარცხა.
ორივე ქართველი, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგებლობაში იყო. მატჩი მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, მათ შეტევებს მარცხენა ფლანგიდან დავითაშვილი კარგად წარმართავდა, რომლის გადაცემულ ბურთს სტასენმა თავით საფონოვის კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველებმა ორჯერ დაბლოკეს, რამუშმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა. შემდეგ რამუში საჯარიმოში ტარდიემ წააქცია და პენალტით ანგარიში დაზარალებულმა გაათანაბრა. ბოლოს პირისპირ გასულ სტასენს საფონოვმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი დასრულდა.
შესვენების შემდეგ „პარი სენ ჟერმენი“ უკვე სრულად დომინირებდა – ხვიჩამ ლამაზი ფინტით ნადე ჩამოიცილა და ლარსონეს გაუტანა. მერე მეტოქის კარი დუემ დალაშქრა. ცოტა ხანში „კვარამ“ შორიდან ვერ მოახერხა გატანა, მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა. მერე ნევესმა ანგარიში გაზარდა, ზურიკოც შეცვალეს და „კვარაც“, დუემ დუბლი შეასრულა, 17 წლის მბიემაც გამოიჩინა თავი და პარიზელებმა მოწინააღმდეგე გაანადგურეს.
პსჟ 71 ქულით ლიდერია, შეიძლება დღესვე გახდეს ჩემპიონი და მომდევნო მატჩს 1-ელ აპრილს ჩაატარებს – საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ლილში „დიუნკერკს“ დაუპირისპირდება.
„სენტ-ეტიენს“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 6 აპრილს „ლილს“ ესტუმრება.
სენტ-ეტიენი – პსჟ 1:6
გოლები: 1:0 სტასენი (9), 1:1 რამუში (43, პენ), 1:2 კვარაცხელია (50), 1:3 დუე (53), 1:4 ნევეში (32), 1:5 დუე (66), 1:6 მბაიე (90)
