“ხვიჩასთვის 2024 წელი დასრულებულია” – “ნაპოლის” ყოფილი ექიმის არასასიამოვნო ინფორმაცია “კვარაზე”

იტალიურ მედიაში “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. მოგეხსენებათ, “კვარამ” დაზიანება “ლაციოსთან” მატჩში მიიღო.
Napolicalviolive-ს ინფორმაციით, ქართველ შემტევს დიდი ალბათობით, იმაზე მეტი დრო გაუცდება, ვიდრე იქამდე იყო ნავარაუდები, გარდა ამისა იტალიურ მედიასთან კომენტარი “ნაპოლის” ყოფილმა ექიმმა ალფონსო დე ნიკოლამაც გააკეთა და აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
“ტრავმა, რომელიც მან მიიღო, რამდენიმეკვირიან რეაბილიტაციას საჭიროებს, ამიტომ ვვარაუდობ, რომ მისთვის 2024 წელი დასრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ “პარტენოპეი” მის სასწრაფოდ დაბრუნებას ეცდება.
ყველაფერი გაირკვევა, როდესაც ქართველი განმეორებით გამოკვლევებს ჩაიტარებს და ტესტების პასუხებს გავიგებთ”,
– ამის შესახებ “ნაპოლის” ყოფილმა ექიმმა ალფონსო დე ნიკოლამ განაცხადა.
შეგახსენებთ, “ნაპოლის” 2024 წელს 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. კონტეს გუნდი 21 დეკემბერს “ჯენოას” ესტუმრება, ხოლო 29 დეკემბერს “ვენეციას” უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში