“ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი…” – რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

ბადრი კვარაცხელიას თქმით, მას ხვიჩასთან “ნაპოლის” შესაძლო დატოვებაზე ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა პირადად მისი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ხვიჩა “პარტენოპეის” დატოვებს.
“სიმართლე გითხრათ, ხვიჩასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. ხვიჩა პატარა ბიჭი არ არის და ამ საკითხს თვითონ გადაწყვეტს, დავჯდებით ოჯახი და დავილაპარაკებთ.
ამას პირველად ვიტყვი, არ მინდა, რომ “ნაპოლიში” დარჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა. წელიწადში 4 მწვრთნელი შეიცვალა, ცოტა მაფიქრებს…
მაგრამ ამას ხვიჩა გადაწყვეტს”, – განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, ხვიჩას “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც წამყვანი იტალიური გამოცემები წერენ, მალე მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას დაიწყებენ.
ბადრიმ ჯუღელი უნდა მოაშოროს ხვიჩას.
ასეთი ინტერვიუებით ხვიჩას ხელს უშლიან. დღესვე შეატყობინებს CalcioNapoli24-ს ამ ინტერვიუს შინაარსს იტალიაში “მოღვაწე” ვითომ ქართველი ვითომ ჟურნალისტი (გვარს არ დავასახელებ).

ასევე დაგაინტერესებთ