“ხვდებით ხომ “იმედზე”, რა შუბლზეძარღვგაწყვეტილი ბანძები ხართ!?” – ვინ არის ავსტრიელი მაღალჩინოსანი, ვისი სიტყვებიც ქარდებად გამოაქვს “იმედს”? – ირაკლი მელაშვილი
ვინ არის ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი, რომლის კრიტიკული სიტყვები ევროკავშირზე ქარდად გამოიტანა ტელეკომპანია იმედმა?
ის გახლდათ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2017-2019 წლებში. ეს ქალაბატონი რუსული სახელმწიფო ნავთოგიგანტის „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დამოუკიდებელი დირექტორი იყო 2021-2022 წლებში. 2023 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კნაისლი საცხოვრებლად რიაზანის სოფელ პეტრუშოვოში გადადიოდა. საბოლოო ჯამში იგი პეტერბურგში დასახლდა. 2024 წლის ბოლოდან ესენინის სახელობის რიაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მათი პროფესორი უნდა გახდარიყო. „რუსეთში იმიტომ გადავედი საცხოვრებლად, რომ ეს ნამდვილად თავისუფალი ქვეყანაა“, – თქვა კნაისლმა! კარინ კნაისლი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა 2018 წელს, როდესაც იმავე წლის აგვისტოში 53 წლის კარინი გაჰყვა ცოლად ბიზნესმენ ვოლფგანგ მაილინგერს. ამ ქორწილში კი მთავარი ნიუსი იყო ის, რომ პატარძლის მიწვევით ქორწილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრო და მათ ავსტრიის ვენახში ხელიხელჩაკიდებულებმაც კი იცეკვეს. ავსტრიელ მინისტრს პუტინთან მეგობრობის, რუსი დიქტატორის ქორწილში მიწვევის და ზოგადად რუსეთის დიქტატორთან მეგობრობის გამო ევროპაში .სასტიკად აკრიტიკებდნენ. მას მინისტრის პოსტის დატოვება მოუწია. შემდეგ კი იძულებული გახდა, “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს მაღალანაზრაურებადი თანამდეობიდანაც წასულიყო, ვინიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ევროპელების სანქციების ქვეშ მოყოლა ემუქრებოდა.
აი ეს არის “დამოუკიდებელი ტელეკომპანია” “იმედის” ხელმძღვანელობისთვის” ის ადამიანი, რომლის ციტირება აუცილებლად მიაჩნია, რათა ამ “ორ ფეხზე მდგომმა”, “პატრიოტმა” პროპაგანდისტებმა ქართველები გაგვანათლონ ცუდი ევროკავშირის თაობაზე, რომელიც თურმე ერევა ქვეყნების საშიანო საქმეებში და ამას აკეთებენ იმ პოლიტიკოსით პირით, რომელიც ტაშს უკრავს “კარგ” რუსეთს, მეგობრობს მის სიხლიან დიქტატორთან, როგორც თავისუფლებისმოყვარე და სხვა ქვეყნებისადმი სუვერენიტეტს პატივისმცემელ ლიდერთან! ხვდებით ხომ “იმედზე”, რა შუბლზეძარღვგაწყვეტილი ბანძები ხართ!?
