ხვალ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება

29 დეკემბერს ქვეყნის ისტორიაში პირველად არაპირდაპირი წესით არჩეული, მეექვსე პრეზიდენტის – ს ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება.
ცერემონიას დაესწრებიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, საქართელოს მთავრობა, საკონსტიტუციო ორგანოებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. სახელმწიფო ჰიმნს სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და ანსამბლი „მართვე“ შეასრულებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, სპეციალურად ამ დღისთვის საინაუგურაციო კონსტიტუცია დაიბეჭდა.
„შემდეგ ეს ეგზემპლარი შეინახება საქართველოს პარლამენტში და ვფიქრობ, რომ ამ მხრივაც ისტორიას შევქმნით. გავა წლები, ათწლეულები, ასწლეულებიც და ეს იქნება ის ორიგინალი, რომელზეც ყველა პრეზიდენტი დადებს ფიცს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცერემონიის გაშუქების მსურველი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის გაცემულია სპეციალური აკრედიტაციები. მედიისთვის პარლამენტის სასახლის B კორპუსის ნულ სართულზე იმუშავებს მედია სივრცე.
პარლამენტის ცნობით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, ხვალ, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს.
ის საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით აირჩია. 225 ბიულეტენიდან ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს