ხვალ, „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

7 აგვისტოს, ხუთშაბათს, 10:30 საათზე, სააპელაციო სასამართლო რძის სკანდალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
დავის შესახებ: ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 100-ზე მეტი სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც კომპანია „ჩირინასგან“ შეძენილი ქათმის სკინტლი აჭამეს. აღნიშნული სკინტლის დანიშნულებაა მიწის სასუქად გამოყენება.
„ჩირინა“ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ათასამდე ადამიანს ასაქმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ