სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს მიმართავს:
,,დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რასაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე, ნაძვის ხის ანთება. ეს აშკარად პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა იმ ადგილას, იმ დროს არის გამოხატული პროტესტი. ხვალ რადგან იმართება პარლამენტში პაროდია, რომელზედაც მერე მოგახსენებთ, იმ დღეს უფრო იქნება პროტესტი.
იმ ადგილას ამ ღონისძიების მოწყობა ყველას კარგად გვესმის, რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება. მე მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ მისი პროვოკაცია არაფერს არ გამოიწვევს. პროტესტი არის მშვიდობიანი და თავადვე მოახერხებენ პროვოკაციის თავიდან არიდებას.
თუ პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ. მოდის ბარბარობა და გადაიტანოს. მე ვთავაზობ, ორბელიანების სასახლის წინ მოიყვანოს ბავშვები და აქ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა. თუ რაიმე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად მასზე იქნება”